მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სიფა" წერილით რამდენიმე სახელმწიფო უწყებას მიმართავს

5bc498730d6f5
ელენე ჩომახიძე
15.10.18 17:37
872
„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“ ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, მერიას და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო უწყებას კოლექტიური წერილებით მიმართავს. აღნიშნული მიმართვის პროექტები ორგანიზაციას უკვე მზად აქვს და უწყებებს უახლოეს დღეებში გადაეგზავნებათ. რაც შეეხება მიმართვის შინაარს, „სიფა“ ყველა უწყების შემთხვევაში იურიდიული მომსახურების სახელმწიფო შესწყიდვების მიმართულებით არაჯანსაღ პრაქტიკაზე მიუთითებს კონკრეტული ფაქტების გამოყენებით და თითოეულ სახელმწიფო ორგანოს ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნისკენ მოუწოდებს.

„ასოციაციის წევრები ვთანმხმდებით იმაზე, რომ დღესდღეობით იურიდიული მომსახურების სახელწმიფო შესყიდვები დისკრიმინაციულია, რადგან ერთი მხრივ ის უმეტეს შემთხვევაში გამარტივებული წესით ტარდება და მეორე მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში ჩანს, რომ პრიორიტეტი აშკარად საერთაშორისო იურიდიულ ფირმებს ენიჭებათ. კერძოდ, უწყებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციაც ადასტურებს იმას, რომ სამართლებრივ ბაზარზე დომინირებს ერთი, მაქსიმუმ ორი ეკონომიკური აგენტი, რომლისგანაც სახელმწიფო ორგანოები იურიდიულ სერვისს შეისყიდიან, თანაც პირდაპირი გზით“ - აცხადებს bm.ge-სთან საუბარში იურიდიული ფირმა BLB -ის მმართველი პარტნიორი და „სიფა“-ს გამგეობის წევრი კახა შარაბიძე.

იურიდიული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე და არაჯანსაღ გარემოზე საუბრობს BLC –ის პარტნიორი ალეკო ბოლქვაძე. მისი განმარტებით საინტერესო, თუ რატომ არ ეძლევა ქართული იურიდიული ფირმების უმრავლესობას სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის საშუალება და თუნდაც იმ შემოსავლის მიღება, რომელიც ძირითად შემთხვევაში იურიდიულ ფირმათა ძალიან ვიწრო ჩამონათვალზე ნაწილდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში რაც შეიძლება მეტი იურიდიული ფირმის მონაწილეობა ერთი მხრივ სახელმწიფო ორგანოებს საშუალებას მისცემს მომსახურება უფრო კონკურენტულ და დაბალ ფასად მიიღონ და მეორე მხრივ, უფრო ხარისხიან სერვისს უზრუნველყოფს მათთვის. მაშინ, როდესაც ქვეყანაში აქტიურად ხორციელდება ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია, გასაკვირია რატომ არ ამახვილებენ ყურადღებას სამთავრობო უწყებები ქართული სერვისის პოპულარიზაციაზეც“ - განმარტავს ალეკო ბოლქვაძე.

იურისტთა განმარტებით ქართული იურიდიული ფირმების უმეტესობის კომპეტენციის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი დღეისათვის არ არსებობს, რადგან ამ ფირმების უმეტესობა საერთაშორისო რეიტინგების პირველი კატეგორიის ფირმებს განეკუთვნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები