მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სიფრთხილე მართებს ყველა უწყებას, რომ პროცესები ღიად და სანდოდ წარმართოს"

5c6fbf8eb923f
ელენე ჩომახიძე
22.02.19 13:41
831

ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი თიბისი ბანკის საქმეს ეხმაურება. როგორც ელჩი აღნიშნავს, მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვანია, რადგან თიბისი საქართველოს სისტემური ბანკია და შესაბამისად მას აქვს გავლენა ქვეყნის ზოგად საბანკო და მაკრო ეკონომიკურ  სტაბილურობაზე.

“ის პროცესები, რაც თიბისი ბანკთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ცხადია, იწვევს ინტერესს და იქცევს ყურადღებას, რადგან თიბისი ბანკი სისტემური ბანკია. ჩვენც ევროკავშირის წარმომადგენლობა და სხვა ორგანიზაციები აქტიური მომხმარებლები ვართ ამ ბანკის და ჩვენს საქმიანობას გარკვეულწილად ამ ბანკის მეშვეობით ვახორციელებთ, შესაბამისად, პროცესებით დაინტერესება ლოგიკურიც არის ჩვენი მხრიდან. ჩემი გადმოსახედიდან ეროვნული ბანკი აკეთებს, იმას რაც მისი ვალდებულებაა და მისი კომპეტენციაა, როგორც რეგულატორის. სებ-მა პროცესები გამოძიების მიზნით დაიწყო და ეს მისი კომპეტენციაა, შესაბამისად, მე ამ გადაწყვეტილების შეფასება არ შემიძლია.

ზოგადად, ცხადია, ველოდები, რომ მოვლენები მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სანდოდ განვითარდება, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  საზოგადოება სიღმისეულად აკვირდება ამ პროცესებს. როდესაც ისმის კითხვა, როგორ აისახება მიმდინარე მოვლენები თიბისი ბანკის ირგვლივ უცხოელი ინვესტორების გადაწყვეტილებებზე, ვფიქრობ ეს ძალიან სუბიექტური საკითხია. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ორგანიზაციების, საერთაშორისო სავაჭრო პალატის შეფასებები, რომ ეს უარყოფითად აისახება პოტენციური ინვესტორების გადაწყვეტილებებზე. სწორედ ამიტომ სიფრთხილე მართებს ყველა შესაბამის უწყებას, რომ პროცესები როგორც ბანკის ისე მისი ორი წევრის ( მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე) მიმართ მიმდინარეობს, მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ღიად და სანდოდ წარმართოს”,- აცხადებს კარლ ჰარცელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები