მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

59e06a0c9d0e6
BM.GE
13.10.17 11:23
745
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დოკუმენტების თანახმად, აღნიშნულ პირი საბაჟო - გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ გავლით, საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში სატვირთო ავტომანქანით ყვავილების ტრანსპორტირებას ახორციელებდა. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რეალურად, ბრალდებული დიდი ოდენობის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ცდილობდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 217 500 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების 75 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები