მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიღნაღში, სასტუმრო "ბოდბე" 1.5 წლის დაგვიანებით გაიხსნა - ინვესტიცია $56 მლნ-ია

სიღნაღში, ქართული ბრენდის, სასტუმრო "ბოდბე", ორჯერ გადავადების შემდეგ, თითქმის 1.5 წლის დაგვიანებით დღეს გაიხსნა.

პროექტის მმართველი ტურიზმის განვითარების ფონდია bm.ge-სთან 2023 წლის აპრილში განმარტავდა, რომ „პროექტის გახსნა პანდემიიდან გამოწვეული გარემო პირობებით შეფერხდა“.

მაშინ, ტურიზმის განვითარების ფონდის გეგმით, სასტუმრო 2024 წლის პირველ კვარტალში უნდა გახსნილიყო.

პროექტის თავდაპირველი საინვესტიციო ღირებულება 22 მლნ დოლარი იყო, პრემიერმა კი, გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 56 მლნ დოლარია. გამოდის, ვადის კორექტირებამ ხარჯი 34 მლნ-ით გაზარდა.

132-ნომრიან სასტუმროში 200-მდე ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ კი, 350-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.

სასტუმრო სპა და ფიტნეს ცენტრებს, ღია და გარე აუზებს, ღვინის ბარს, მარანს, მაღალი კლასის რესტორანს, ლაუნჯ ბარს 360 გრადუსიანი ხედით და დიდ საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ სიღნაღში დაგეგმილი სასტუმროს პროექტის თავდაპირველი ღირებულება 22 მლნ დოლარი იყო, 2022 წლისთვის ეს თანხა 27 მლნ დოლარამდე გაიზარდა, 2023 წელს კი 36 მლნ დოლარამდე.

სიღნაღში, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა 2024 წლისთვის გადავადდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები