ბიზნესმენი თემურ ჭყონია მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ თამბაქოს საერთაშორისო ბრენდებისთვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში დიდი პრობლემებია. ჭყონიამ გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, რომ ქვეყნის იმიჯს სამართლიანი სასამართლო სჭირდება და როდესაც ერთი ინსტანციის სასამართლო მეორეს გადაწყვეტილებას აუქმებს, „რაღაც არასწორად მოხდა“.
„ამას გადაწყვეტილება არ ჰქვია, ამას ჰქვია სიგიჟე, როგორ შეიძლება საქართველოში ბიზნესი მეორე ბიზნესს 300 მილიონით აზარალებდეს. სანამ დაზარალდები უნდა გქონდეს ფული და ქონება და თუ გქონდა 0 როგორ დაზარალდი?
სასამართლო უშველებელი პრობლემაა, როდესაც სასამართლო ასეთ რადიკალურად გადაწყვეტილებას ცვლის ესეგი რაღაც არასწორად მოხდა, იმიჯი კი საქართველოს აუცილებლად სჭირდება.
მაკდონალდს საქართველოს ბიუჯეტში 67 მილიონი აქვს შეტანილი, დამისახელეთ რომელ რესტორანს აქვს შეტანილი ამ რაოდენობის თანხა?
სასამარლოს მაშინ უნდა მიმართო როდესაც გიჭირს, როდესაც სამართლიანობის დასამტკიცებლად იბრძვი. ეს გადაწყვეტლება იყო არაჩვეულებრივი, მოისპო და დაიხურა ეს თემა“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

























