სიღნაღის რაიონში მარცვეულის შესანახი ახალი მეურნეობა ამოქმედდა. მარცვლეულის შესანახი მეურნეობა 6 000 ტონა მარცვლეულის შენახვას უზრუნველყოფს. საწარმოში, რომელიც 2017 წლის ივნისში ამოქმედდა, 7 ადამიანია დასაქმებული. მარცვლეულის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
საწარმოში ჯამურად 490 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა; აქედან, 390 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 100 000 აშშ დოლარი - საკუთარი ინვესტიცია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750 -ზე მეტი მოქმედი და 158 ახალი საწარმო.

























