სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თაღი დაზიანდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
ინფორმაციისთვის, სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი.