მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიღნაღში, ფერმერები საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დეტალებს გაეცნენ

61ac8b65ecc0d
BM.GE
05.12.21 13:49
647
კახეთის რეგიონის მესაქონლე ფერმერებმა, სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გამართულ შეხვედრაზე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობისა და პროგრამაში ჩართვის მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ფერმერებს ახალი სახელმწიფო პროგრამა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ გააცნო. მერაბ ქვარაიამ ყურადღება პროგრამის განხორციელების მნიშვნელობაზე და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების აუქციონის გზით იჯარით გაცემის პროცედურებზე გაამახვილა.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა მესაქონლე ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. აღნიშნული პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, დაეხმარება მეცხოველეობის განვითარებას.

სიღნაღში მესაქონლე ფერმერებთან შეხვედრა „ფერმერ ქალთა ასოციაციისა“ და „ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები