"9 აგვისტოს GEM Fest 2018 გრანდიოზულად გაიხსნება" - ამის შესახებ ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ საქმიანი დილის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ხელის შეშლის მიუხედავად, მათ შეძლეს და იქირავეს კერძო ტერიტორია და დღევანდელი მონაცემებით, GEM Fest 2018-ის სცენაზე 140 შემსრულებელი წარსდგება.
"ასევე უკვე ცნობილია ფესტივალის lineup-ის ნაწილი, მეორე ნაწილი კი, სავარაუდოდ ზაფხულის დასაწყისისთვის იქნება ცნობილი. თუმცა მიუხედავად არასრული lineup-ისა, ბილეთების ძირითადი ნაწილი უკვე გაყიდულია. მისი შეძენა დაინტერესებულ პირებს დეკემბრიდან შეეძლოთ, როდესაც ცნობილი არც შემსრულებლების ვინაობა იყო და არც lineup, ანუ მხოლოდ თარიღები იყიდებოდა. თუმცა აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო, როგორც ადგილობრივი მოქალაქეების ასევე ტურისტების მხრიდან", - ამბობს სიგუა და დასძენს, რომ წელს ორგანიზატორები დაახლოებით 30 ათას საერთაშორისო სტუმარს ელოდებიან, მათ შორის იქნებიან პრესის წარმომადგენლებიც.
"ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელს ანაკლია GEM Fest-ის გარეშე არ დარჩება".

























