ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, Gem Fest-ის ბრენდის ფლობასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, Gem Fest“-ის ბრენდთან დაკავშირებით, პრობლემებია - თუ ვის ეკუთვნის ეს ბრენდი, თუმცა ეს ინფორმაცია თქვენც უნდა გადაამოწმოთ", - განუცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს.
თავის მხრივ, აღნიშნული ინფორმაცია BM.ge-მ Gem Fest-ის დამფუძნებელ გიორგი სიგუასთან გადაამოწმა, რომელმაც პრობლემების არსებობა უარყო.
მისი თქმით, ბრენდის მფლობელი შპს "ჯიემფია". სიგუა ირწმუნება, რომ შპს-ს მფლობელებს შორის გაურკვევლობა არ არსებობს.

























