უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ (TISZA) ლიდერმა, პიტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უწყებაში რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ანადგურებს.
მადიარის თქმით, ეს პროცესი მიზნად ისახავს გარკვეული კვალის დაფარვას, თუმცა ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება უშედეგო იქნება.
„დოკუმენტებს ანადგურებენ, მაგრამ ეს მათ არ დაეხმარება. ამას გეუბნებით იმისთვის, რომ გარკვეული კონტექსტი გქონდეთ უნგრეთში არსებული ვითარების შესახებ“, - განაცხადა პიტერ მადიარმა.
პრესკონფერენციაზე „ტისას“ ლიდერმა ასევე ისაუბრა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. მან მადლობა გადაუხადა რუსეთსა და ჩინეთს არჩევნების შედეგების აღიარებისთვის და მზადყოფნა გამოთქვა მათთან „პრაგმატული თანამშრომლობისთვის“.
უნგრეთში 12 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად ოპოზიციურმა პარტიამ „ტისა“ დაამარცხა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი" და წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის მანდატების უმრავლესობა მოიპოვა.




























