სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გაულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებია, მეორე ადგილზე კი სხვა და სხვა ტიპის სიმსივნეებია.
სიკვდილიანობის მიზეზები საქართველოში, 2018 წლის სტატისტიკის მიხედვით:
- სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები 21,549 ადამიანი;
- სიმსივნეები 7,329 ადამიანი;
- კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში 6,927 ადამიანი;
- სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები 3,676 ადამიანი;
- ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი 2,015 ადამიანი;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები 1,587 ადამიანი;
- ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები 675 ადამიანი;
- შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობები 642 ადამიანი;
- ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა 588 ადამიანი;
- ნერვიული სისტემის ავადმყოფობები 521 ადამიანი;
- სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები და იმუნური მექანიზმის ჩათრევით გამოწვეული ზოგიერთი დარღვევა 491 ადამიანი;
- პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა 297 ადამიანი;
- თანდაყოლილი ანომალიები (განვითარების მანკები), დეფორმაციები და ქრომოსომური დარღვევები 105 ადამიანი;
- ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები 52 ადამიანი;
- ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები 30 ადამიანი;
- ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა 20 ადამიანი;
- კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობები 20 ადამიანი;

























