მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სიკვდილიანობით დასრულებული ავარიების დიდი წილი რეგიონულ გზებზე მოდის

5ac2417a2d85d
მეგი კავთუაშვილი
02.04.18 20:00
793
ავტოსატრანსპორტო შემთხვევების ყველაზე მაღალი წილი თბილისში ფიქსირდება (47%), შესაბამისად, დედაქალაქში მაღალია დაშავებულთა (42%) და გარდაცვლილთა (17%) რაოდენობაც. მიუხედავად, თბილისში დაფიქსირებული ხშირი ავტო-სატრანსპორტო შემთხვევებისა, ფატალური შემთხვევების წილი რეგიონებში უფრო მაღალია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, ადამიანის სიკვდილით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების 49% რეგიონულ გზებზე ხდება, 34% - მაგისტრალებზე, ხოლო თბილისში მომხდარ ავარიებზე 17% მოდის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობრივი მონაცემები შეჯახების კატეგორიების, მონაწილეთა ასაკისა და სქესის მიხედვითაც გამოაქვეყნა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები