7 თებერვალს, ტექნოპარკს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, სილიკონ ველის ბიზნესმენი, Launch Gurus-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - Lauren Wright ესტუმრა.
სტუმარმა ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა და გაეცნო სააგენტოს პროექტებსა და პროგრამებს. ასევე, შედგა ორმხრივი შეხვედრა, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვის მიზნით.
შეხვედრის შემდეგ, Lauren Wright სტარტაპებს შეხვდა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მათ.
Lauren Wright - მიერ გამოცდილების გაზიარება ქართველი სტარტაპებისთვის, მნიშვნელოვანია, რადგან ის თავადაც არის 5 სტარტაპის დამფუძნებელი და ენჯელ ინვესტორი. ის ასევე, მენტორობას უწევს სტარტაპებს და ეხმარება მათ ინვესტიციების მოზიდვაში, მისი დახმარებით სტარტაპებს $14M მეტი ინვესტიცია აქვთ აღებული.
(R)

























