მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Silk Development-ის აღმასრულებელ დირექტორად მამუკა შურღაია დაინიშნა

6283db2a73610
ალა ისპირიანი
17.05.22 23:46
1902
Silk Development-ის აღმასრულებელ დირექტორად მამუკა შურღაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას Silk Road Group ავრცელებს.

„მოხარული ვართ გაცნობოთ მამუკა შურღაიას დანიშვნაზე Silk Development-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. მამუკამ Silk Road Group-ში ჯგუფის მთავარ ფინანსურ დირექტორად 10 წელზე მეტი გაატარა. ახლა ის ზედამხედველობას Silk Development-ის ზრდას და სტრატეგიულ მიმართულებას გაუწევს.

მამუკას ინვესტორებთან და პარტნიორებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ასევე მუშაობის გამოცდილება აქვს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Silknet, Silk Road Energy, Silk Road Bank, Silk Hospitality და Silk Development", - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მამუკა მრავალი წლის განმავლობაში იყო Silk Road Group-ის ფანტასტიკური აღმასრულებელი მენეჯერი, რომელიც წამყვან როლს თამაშობს ჯგუფის ფინანსურ წარმატებაში. გამოცდილება, რომელიც მას მოაქვს ჩვენი უძრავი ქონების ბიზნესში, მისი ზრდის მომდევნო პერიოდში ფასდაუდებელი იქნება “, - თქვა დევიდ ბორგერმა, Silk Road Group-ის საბჭოს წევრმა.

ცნობისთვის, Silk Development-ი Silk Road Group-ის უახლეს ქვედანაყოფს წარმოადგენს, რომელიც უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში ოპერირებს და საქართველოში დაკავებულია საცხოვრებელი პროექტების განხორციელებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები