მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Silk Road Holdings-ს „თელასის“ სრულად გამოსყიდვა სურს - სატენდერო წინადადება გამოქვეყნდა

თელასი

კომპანია Silk Road Holdings B.V., რომელიც სს „თელასის“ აქციების საკონტროლო პაკეტს, 75.1% ფლობს, დარჩენილი 24.89%-ის გამოსყიდვას გეგმავს. სატენდერო წინადადება, რომელიც „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის შესაბამისად მომზადდა.

აღსანიშნავია, რომ იდენტური სახის წინადადება თელასს მიმდინარე წლის 30 იანვარსაც ჰქონდა გამოქვეყნებული.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ოფერენტი (Silk Road Holdings B.V.) მზად არის შეისყიდოს საზოგადოების კუთვნილი 27 985 461 ჩვეულებრივი აქცია. პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კომპანია „თელასის“ აქციების 100%-იანი წილით მფლობელი გახდება.

აუდიტორული კომპანია „KPMG საქართველოს“ შეფასებით, „თელასის“ ერთი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასი 1.82 ლარით განისაზღვრა.

ოფერენტის განმარტებით, აღნიშნული თანხა არ არის იმაზე ნაკლები, ვიდრე მაქსიმალური ფასი, რომლითაც კომპანიამ ბოლო 6 თვის განმავლობაში აქციები შეიძინა.

სატენდერო წინადადება ძალაშია 2026 წლის 31 მაისის 18:00 საათამდე. აქციონერებს, რომელთაც სურთ საკუთარი წილის გასხვისება, ამავე ვადაში შეუძლიათ წარადგინონ წერილობითი განცხადებები (აქცეპტები).

პროცესის ძირითადი ეტაპები ასე ნაწილდება:

  • განცხადებების მიღება: 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით;
  • განხილვა და გადაწყვეტილების მიღება: 2026 წლის 1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით;
  • ანგარიშსწორება და შეძენის დასრულება: 2026 წლის 19 ივნისამდე.

აღსანიშნავია, რომ ოფერენტი იტოვებს უფლებას, სატენდერო წინადადების ვადის ამოწურვის შემდეგ გააუქმოს წინადადება, რის შესახებაც აქციონერებს დადგენილი წესით ეცნობებათ.

აქციების გაყიდვით დაინტერესებულმა პირებმა წერილობითი განცხადებები უნდა წარადგინონ „თელასის“ იურიდიულ მისამართზე: თბილისი, ვანის ქუჩა N3.

აქციონერებს ასევე აქვთ უფლება, წინასწარ გაეცნონ აქციების გამოსყიდვის ფასის შეფასების შესახებ მომზადებულ ანგარიშს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები