ს.ს. "სილქნეტმა" მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილი მფლობელი კომპანია Rhinestream Holdings Limited-ისგან აიღო 17 მილიონი აშშ დოლარის სესხი, რომლის დაფარვის ვადაა 2028 წლის 15 მარტი. ამასთან ერთად სს "სილქნეტმა" Fintur Holfings B.V.-ს გადაუხადა მის მიერ ჯეოსელზე გაცემული სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი. ჯამში შპს "ჯეოსელის" შესყიდვის საფასურმა შეადგინა 151,7 მილიონი აშშ დოლარი.
2018 წლის 16 მარტს კიკომპანიასა და თიბისი ბანკს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ("ძირითადი კრედიტი") ხელშეკრულება, რომლის თანხამაც შეადგინა 110 მილიონ აშშ დოლარი. არსებული კრედიტი სინდიცირებულია და მასში მონაწილეობენ შემდეგი ბანკები: სს ვითიბი ბანკი ჯორჯია, სს იშ ბანკი საქართველო, სს ბაზის ბანკი, სს ტერაბანკი, სს პაშა ბანკი საქართველო, Pasha Yatirim Bankasi A.S., სს ლიბერთი ბანკი და სს ბანკი ქართუ. ხელშეკრულების თანახმად ყველა ვალდებულების შესრულება მოხდება თიბისი ბანკის წინაშე.
ამასთან, 2018 წლის 16 მარტს კომპანიასა და თიბისი ბანკს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანხამაც შეადგინა 10 მილიონი აშშ დოლარი.
„2018 წლის 30 მარტს სს "სილქნეტის" მიერ განხორციელდა საქართველოში, მხოლოდ გათვიცნობიერებული ინვესტორებისთვის კერძო შეთავაზებისთვის განკუთვნილი ჯამური 10,000,000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულებისა და წლიური 8,5% საპროცენტო განაკვეთის მქონე ობლიგაციების გამოშვება. ობლიგაციების დაფარვის თარიღია ობლიგაციების გამოშვებისა და განთავსებიდან 3 წელი. თითოეული ობლიგაციის ნომინალური ღირებულება განთავსებისას შეადგენდა 50,000 აშშ დოლარს. აღნიშნული ობლიგაციებით განხორციელდა "ძირითადი კრედიტის" ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ნაწილობრივ რეფინანსირება”, - განმარტავენ სილქნეტში.