მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილქ ბანკში სილქნეტის მომხმარებლებს სესხი უფრო მარტივად, ახალი ციფრული აპლიკაციით დაუმტკიცდებათ

სილქ ბანკში სილქნეტის მომხმარებელებს სესხი უფრო მარტივად, ახალი ციფრული აპლიკაციით დაუმტკიცდებათ
06.11.24 10:15
83

სილქმა საზოგადოების საკმაოდ აქტუალური გამოწვევა გააცნობიერა: სესხის აღების სირთულე. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ფრილანსერების, კერძო მასწავლებლების, ხელოსნებისა თუ სხვა თვითდასაქმებულთა წინაშე დგას, რომლებიც შემოსავალს ხელზე ან პირადი ჩარიცხვებით იღებენ და ვერ ახერხებენ ოფიციალური შემოსავლების ბანკებისათვის წარდგენას.

აღნიშნული პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია, ბოლო 6 თვის განმავლობაში პირი სარგებლობდეს სილქნეტის ერთ-ერთი პროდუქტით: ტელევიზია, ინტერნეტი თუ მობილური სერვისი.

სესხის მიღების გამარტივებული მეთოდი, სილქნეტის მომხმარებელს საშუალებას მისცემს სილქ ბანკის აპლიკაციაში მიუთითოს სესხის ოდენობა და დაფარვის ოპტიმალური ვადა, რის შემდეგაც არსებული ალგორითმი მას რამდენიმე წუთში დაუბრუნებს პასუხს. სესხის დამტკიცების მეთოდი სრულად ავტომატიზებულია, რასაც 5-დღიანი პროცესი 3 წუთამდე დაჰყავს. მნიშვნელოვანია, რომ სესხის დამტკიცება არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენას, როგორიცაა საბანკო ამონაწერი, ან შემოსავლის დამადასტურებელი სხვა რაიმე საბუთი.

სილქ ბანკის დანერგილი ციფრული საბანკო პროდუქტი, უცხოური საბანკო გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად შეიქმნა. შემოსავლის დადასტურების მოცემული მეთოდი, მნიშვნელოვნად ზრდის სესხის მიღების ალბათობას. ამავე დროს, უმარტივებს მომხმარებლებს, მათ შორის თვითდასაქმებულებს, მოქნილი ციფრული პლატფორმის მეშვეობით მიიღონ სასურველი თანხა ოპერატიულად, გადამხდელუნარიანობის დადასტურების გარეშე, რადგან აღნიშნულის გადამოწმება მიმდინარეობს არა მხოლოდ შემოსავლების სამსახურში, არამედ ალტერნატიული საშუალებითაც. მსურველი შეძლებს ბანკში ვიზიტის გარეშე, Silk აპლიკაციის მეშვეობით მოითხოვოს 5000 ლარამდე თანხის ოდენობა 4 წლის ვადით.

სესხის გამარტივებული წესით მიღების გარდა, სხვა უპირატესობებიც ექნება მომხმარებელს. მას არ გაეზრდება პროცენტი და სესხის მიღებას იმავე პირობებით შეძლებს, როგორითაც სტანდარტული სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში მიიღებდა. დამატებით, მომხმარებელი შოპინგ ბარათი „მერე“ ლიმიტის დამტკიცებასაც შეძლებს. „მერე” ბარათის მფლობელს შესაძლებლობას აძლევს პარტნიორ ობიექტებში თანხა 3-დან 12 თვემდე უპროცენტოდ გადაანაწილონ და რჩეული ნივთი სასურველ დროს შეიძინოს.

„ტრანსფორმაცია, განვითარება და გაციფრულება – ეს ის მთავარი კომპონენტებია, რომლებმაც „სილქ ბანკი“ Silk-ად აქცია და განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა. კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფმა“ გადაწყვიტა, რომ მის ჯგუფში შემავალ ბანკში ცვლილებების დრო იყო. შედეგად, ეს პროცესი დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რაც სერვისებისა და პროდუქტების სრულ ტრანსფორმაციასა და სერვისის მაქსიმალურად გაციფრულებას გულისხმობს.

ვინაიდან ბრენდი მუდმივად არსებულის გაუმჯობესებაზე ზრუნავს, ახალი ნაბიჯების მიმართულებაც ყოველთვის მკაფიოდ, ერთი იდეითაა განსაზღვრული: „უკეთესობისკენ“. სწორედ ამიტომ, ყოველთვის გვაქვს მოლოდინი, რომ რა ინოვაციაც არ უნდა შემოგვთავაზოს ბრენდმა, ის წინაზე უკეთესი და ჩვენს მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული იქნება“ - აცხადებენ სილქ ბანკში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები