მალე თბილისს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ტელეგრაფი“ სილქ დეველოპმენტის ახალი პროექტია. ყოფილი ფოსტის შენობაში რადისონ ქოლექშენის ბრენდის მაღალი კლასის სასტუმრო ორი უდიდესი ბანკის - თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოეწყობა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტენდერში გაიმარჯვა მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო სამშენებლო კომპანიამ DNT Construction, რომელთანაც სილქ როუდ ჯგუფს ბათუმის რადისონის მშენებლობის წარმატებული გამოცდილება აქვს. სამუშაოების დაწყება 2023 წლის დასაწყისში იგეგმება. პროექტის განხორციელებისათვის დაგეგმილი ინვესტიცია 60 მილიონ ევროს აჭარბებს. სასტუმროს პერსონალის მომზადებას უზრუნველყოფს „სილქ ჰოსფითალითი“. შეიქმნება 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი. - ეს ამბავი წინასაახალწლოს BMG-ის მკითხველებისთვის სასიამოვნო სიახლედ იქცა.
თუმცა 1997 წელს დაფუძნებული სილქ როუდ ჯგუფის შვილობილი სილქ დეველოპმენტის პორტფელში უკვე მიმდინარე და კარგად ნაცნობი პროექტებიც არის. გასულ წელს ვსტუმრობდით ბოტანიკოსაც, რომელიც მწვანე კონცხზე მიმდინარე პროექტია და პირველი მაცხოვრებლების მიღებამდე ბევრი არ დარჩა.
რამდენიმე კვირის წინ წინანდალში სტუმრობისას მამუკა შურღაიამ 2021 წელს დაწყებული საცხოვრებელი უძრავი ქონების უნიკალურ ადგილად მიმდინარე პირველი პროექტის დასრულების დროს მარტი დაასახელა.
სტუმარი: გიორგი კაპანაძე, "სილქ დეველოპმენტი", ბიზნეს დეველოპმენტის დირექტორი;
იორდი ქიუითი, "სილქ ჰოსფითალითი", აღმასრულებელი დირექტორი;
თარგმანს უზრუნველყოფს NG GEORGIA;