მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სილქ ჰოსფითალითიმ საქართველოში „The Leading Hotels of the World“-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა

The Leading Hotels of the World

სილქ ჰოსფითალითის ორგანიზებით, „The Leading Hotels of the World“-ის წევრი სასტუმროების ჰოტელიერებისა და „VITA“ სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით, საქართველოში მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მასპინძლები იყვნენ სასტუმრო ტელეგრაფი თბილისში და წინანდლის მამული კახეთში.

რამდენიმედღიანი პროგრამა აერთიანებდა პროფესიონალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციების განხილვასა და ახალი პარტნიორობების განვითარებას. პროგრამის ფარგლებში გაიმართა ნეთვორქინგ და B2B შეხვედრები, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა უშუალო კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის.

სასტუმრო „ტელეგრაფი“, რომელიც 2025 წლის ივნისში გაიხსნა, წარმოადგენს „The Leading Hotels of the World“-ის პირველ წევრ სასტუმროს კავკასიის რეგიონში. ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო, რომელიც წარსულში ცენტრალური საკომუნიკაციო ჰაბი იყო, დღეს თანამედროვე დიზაინისა და კულტურული მემკვიდრეობის შერწყმით ჩამოყალიბდა, როგორც თბილისის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრის ადგილი. სწორედ აქ გაიმართა ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი და მასპინძლობდა საერთაშორისო დონის შეხვედრებს ქალაქის ცენტრში.

ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სილქ ჰოსფითალითის მრავალწლიან გამოცდილებას მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში.

სილქ ჰოსფითალითის აღმასრულებელი დირექტორი, დავით რაფავა აღნიშნავს:
„The Leading Hotels of the World“-თან ერთად ვმასპინძლეთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის სფეროში. სილქ ჰოსფითალითი საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს და 20-ზე მეტ სხვადასხვა ობიექტს აერთიანებს, სადაც სტუმრებს მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის გამოცდილებას ვთავაზობთ. რამდენიმედღიანი პროგრამა დასრულდა რუსთაველის თეატრში, სადაც ქართული გასტრონომია, მუსიკა და ეროვნული ბალეტი ერთიან გამოცდილებად იქცა. მჯერა, რომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მყარად დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიო ტურიზმის რუკაზე.“

„გახსნის დღიდან, თბილისის შუაგულში მდებარე სასტუმრო ტელეგრაფი უცხოელი და ადგილობრივი სტუმრების საყვარელ შეხვედრების ადგილად იქცა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველივე წელს ვუმასპინძლეთ ამ მასშტაბის ღონისძიებას. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცე, სადაც ქართული სტუმართმოყვარეობა ერწყმის საერთაშორისო სტანდარტებს და ვფიქრობ, ეს უკვე იგრძნობა თითოეულ დეტალში. „The Leading Hotels of the World“-ის წევრებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვან სტუმარმასპინძლობას.“ - ნუცა რამიშვილი, სასტუმრო ტელეგრაფის გენერალური მენეჯერი.

„წინანდლის მამულს დიდი ისტორია და განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. მე-19 საუკუნეში, ალექსანდრე ჭავჭავაძის დროს, სწორედ აქ იკრიბებოდნენ კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ჩვენი მიზანი იყო, რომ „The Leading Hotels of the World“-ის წევრი სასტუმროების წარმომადგენლებისთვის ამ ისტორიულ სივრცეში შეგვეთავაზებინა გამორჩეული გამოცდილება და გაგვეზიარებინა უნიკალური სტუმარმასპინძლობა, რომელიც მათ საკუთარ ქვეყნებშიც დიდხანს გაყვებათ.“ -ბუბა ნედოროსტკოვი, წინანდლის მამულის გენერალური მენეჯერი,

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზარდი როლი საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის სფეროში და მისი პოტენციალი გლობალურ ტურისტულ რუკაზე. ამასთან, ის წარმოადგენს კიდევ ერთ ნათელ მაგალითს იმ მასშტაბის ინიციატივებისა, რომლებსაც სილქ ჰოსფითალითი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების გასაძლიერებლად ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები