„სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების მმართველმა კომპანიამ „სილქ რიალ ისთეითმა“, „გალტ & თაგარტის“, თიბისი კაპიტალისა და „სილქ ბანკის“ მხარდაჭერით, საფონდო ბირჟაზე 40 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების მეორე ტრანში - 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების განთავსებას გეგმავს.
ეს პირველი განთავსება არ არის ამ პროექტის ფარგლებში კომპანიამ ამავე 2023 წლის აპრილში, დაგეგმილი ჯამური 40 მილიონი აშშ დოლარის პირველი ემისიის ფარგლებში, გამოუშვა და განათავსა 20 მილიონი აშშ დოლარი წლიური ფიქსირებული 9.00%-იანი კუპონით.
სტუმრები: ნონა ონიანი - "სილქ რიალ ისთეითის" ფინანსური დირექტორი;
მერი ჩაჩანიძე - თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი;
ნინი ჯოხაძე - "გალტ & თაგარტის" საკონსულტაციო სამსახურის უფროსი