მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სილქ როუდ ბანკს" ახალი CEO ჰყავს

5ca232680614c
შოთა ტყეშელაშვილი
01.04.19 20:00
4091
დღეს საჯარო რეესტრში ოფიციალურად აისახა "სილქ როუდ ბანკში" გენერალური დირექტორის ცვლილება.

ბანკის CEO-ს პოსტი, რომელიც აქამდე ალექსანდრე ძნელაძეს ეკავა, ელი ენოხმა დაიკავა. 

ენოხი გასული წლების განმავლობაში კომპანია "სილქნეტში" სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობდა. 

ბანკის ყოფილი CEO ალექსანდრე ძნელაძე ამჟამად საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებს. ის ასოციაციის წევრებმა  3 წლის ვადით, 2018 წლის 5 ოქტომბერს აირჩიეს.

"სილქ როიდ ბანკში" ახლახანს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაშიც შევიდა ცვლილებები. თავმჯდომარე - დევიდ ფრანც ბორგერი ირაკლი მანაგაძემ შეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები