“სილქ როუდ რიალ ისთეითმა” ბაზარზე ობლიგაციები განათავსა
BM.GE
25.04.23 19:07
• 217
„სილქ როუდ რიალ ისთეითმა“, სილქ როუდ ჯგუფის უძრავი ქონების მმართველმა კომპანიამ, გალტ & თაგარტის, თიბისი კაპიტალისა და სილქ ბანკის მხარდაჭერით, საფონდო ბირჟაზე 40 მილიონი დოლარის ობლიგაციების პირველი ტრანში - 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. მეორე ტრანშის განთავსება წლის მეორე ნახევარში იგეგმება და როგორც „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როგორც პირველი, ასევე მეორე ტრანშიც არსებული ვალდებულებების რეფინანსირებასა და კომპანიის განვითარებას მოხმარდება. ობლიგაციების პირველი ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9 %-ს შეადგენს. ობლიგაციების განთავსების შედეგად, „სილქ როუდ რიალ ისთეითი“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია გახდება.