მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მაისის ანგარიშს აქვეყნებს

სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მაისის ანგარიშს აქვეყნებს
31.05.24 12:05
299

სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს ყოველთვიურად წარუდგენს საზოგადოებას.

ყოველწლიური მზარდი კონტრიბუცია, ფონდს საშუალებას აძლევს გვერდში დაუდგეს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს. აღმოუჩინოს მხარდაჭერა და დააფინანსოს მათთვის საჭირო სარეაბილიტაციო კურსები, ოპერაციები, უზრუნველყოს მედიკამენტებით, საცხოვრებელი ფართის ადაპტირებით, პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსებით და სხვა. ფონდის მხარდაჭერა ასევე მებრძოლთა არასრულწლოვან შვილებსა და მეუღლეებზეც ვრცელდება.

2024 წელს იანვრიდან მაისის ჩათვლით, ფონდი დაეხმარა 32 დაჭრილ ვეტერანსა და სამხედრო მოსამსახურეს, მათ მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს, რაზეც 190 000 ლარი გაიხარჯა.

აღნიშნული თანხა მოხმარდა შემდეგ საჭიროებებს:

  • 6 საზღვარგარეთ მკურნალობა - 78 322 ლარი
  • 2 სამედიცინო ინვენტარის შეძენა - 4 500 ლარი
  • 2 სარეაბილიტაციო კურსი - 4 600 ლარი
  • 2 სამედიცინო მომსახურება - 6 636.00 ლარი
  • 3 ოპერაცია - 11 300 ლარი
  • 2 ადაპტაცია - 4 880 ლარი
  • 11 არასრულწლოვან შვილთა დაფინანსება - 17 941 ლარი
  • 4 დაფინანსება მედიკამენტების შესაძენად - 44 105 ლარი
  • 8 მეუღლეთა დაფინანსება - 14 216 ლარი
  • 3 სასწავლო კურსის დაფინანსება - 3 752 ლარი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ სილქნეტის მიერ 2018 წელს დაარსდა. კომპანიის დონაცია ყოველწლიურად 300 000 ლარია. დონაციებს ახორციელებენ ბიზნეს სექტორი და ფიზიკური პირები. მიმდინარე წელს ფონდმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით 213 000 ლარამდე ერთობლივი თანადაფინანსება გასწია დაჭრილ სამხედრო პირთა მკურნალობისთვის. ესენია: გადაუდებელი ოპერაციები საზღვარგარეთ, სამედიცინო კვლევები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, პროფესიული გადამზადების სასწავლო კურსებ და სხვა. დაარსებიდან ფონდი ეხმარება დაჭრილი მებრძოლების არასრულწლოვან შვილებსაც. დახმარებას დაჭრილთა მეუღლეებიც იღებენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, სხვადასხვა პროფესიული გადამზადების პროგრამებს, რაშიც ფონდი სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან მართავს კონსულტაციებს.

გარდა დახმარებისა, ფონდი თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდებთან, ორგანიზაციებთან და საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ მისიებთან. ერთ-ერთი ასეთი სასარგებლო თანამშრომლობის მაგალითია დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივა, რაც საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების არასრულწლოვანი შვილებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების დაფინანსებას. პროგრამა ორი წელია მიმდინარეობს. 31 მაისს მორიგი სასწავლო კურსის დასრულება აღინიშნა ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრ British Corner-ში. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე, მეთაური სტივ ქუანთრილი საქართველოს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, კარლო ლაბაძე, ფონდის ბენეფიციარები და სხვა მოწვეული სტუმრები. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ წარმომადგენლებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივისთვის.

როგორ შევუერთდეთ ქველმოქმედებას:

0 901 777 771 ნომერზე განხორციელებული თითო ზარის საფასური 1 ლარი ირიცხება ფონდის ანგარიშზე. დონაციის განხორციელება შესაძლებელია ფონდის ვებგვერდიდან, მითითებულ ანგარიშებზე http://www.wwsf.ge/ka/donate-info

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები