მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სილქნეტი" „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ წლიურ ანგარიშს აქვეყნებს

სილქნეტი
29.12.23 16:39
545

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ კომპანია სილქნეტის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი პროექტია. 2018 წლიდან ფონდი გვერდში უდგას ვეტერანებს და სამხედრო მოსამსახურეებს, მათ არასრულწლოვან შვილებს და მეუღლეებს - ჯანმრთელობის, პროფესიული გადამზადების და საცხოვრებლის ადაპტირების საკითხებში.

5 წლის არსებობის მანძილზე, საერთო შემოწირულობებით და მთავრობის თანადაფინანსებით, ფონდმა 2 500 000 ლარამდე თანხა გაიღო ასობით დაჭრილი სამხედროს დასახმარებლად. სილქნეტის მთავარი მიზანია, საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება სამშობლოსათვის მებრძოლი გმირების მხარდასაჭერად. კომპანია ფონდის მთავარი დონორია და ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციას ახორციელებს.

ყოველწლიურად ფონდი გამჭვირვალე და პასუხისმგებლიან ანგარიშგებას აწარმოებს საზოგადოების წინაშე.

2023 წელს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დაეხმარა 61 დაჭრილი მებრძოლს, რაზეც 633 000 ლარი დაიხარჯა. დაფინანსდა:

  • 22 საზღვარგარეთ ჩატარებული მკურანლობა - 522 000 ლარი
  • 1 ქვედა კიდურების პროტეზირება - 28 260 ლარი
  • ბენეფიციართა 11 არასრულწლოვანი შვილის ჯანმრთელობის და სწავლის ხარჯები - 23 439 ლარი
  • 11 რეაბილიტაციის კურსი - 20 025 ლარი
  • 3 ოპერაცია - 15 987 ლარი
  • 11 მედიკამენტებით მკურნალობა - 8 839 ლარი
  • 4 სამედიცინო საგნის შეძენა - 3 180 ლარი
  • 4 სასწავლო კურსების დაფინანსება - 6 617 ლარი
  • 3 სამედიცინო კვლევების დაფინანსება - 2 465 ლარი
  • 1 მეუღლეთა დაფინანსება - 593 ლარი
  • სხვადასხვა - 2 400 ლარი

ფონდის საქმიანობის აუდიტს მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანია KPMG-ი აწარმოებს.

როგორც ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა აღნიშნა, 2024 წლისთვის ახალი ინიციატივები განიხილება. ერთ-ერთი ასეთი სიახლე ვეტერანთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამაა, რომელიც ფონდმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთობლივად დააფინანსა.

ტრადიციულ გალა ვახშამზე, რომელსაც სილქნეტი მართავს ყოველწლიურად, ფონდის ახალი შემომწირველები დასახელდნენ. შემოწირულობების მთლიანმა ჯამმა 246 ათასი ლარი შეადგინა:

  • დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი - 50 000 ლარი
  • ფუდმარტი, არჩილ გეგენავა - 50 000 ლარი
  • ლევან ჭიორელი და ლევან კაჭარავა - 50 000 ლარი
  • დიმიტრი აბდუშელიშვილი - 25 000 ლარი
  • არქი პრომოუშენი - 20 000 ლარი
  • ბაჩო ჩინჩალაძე - 10 000 ლარი
  • გიორგი მირიანაშვილი - 10 000 ლარი
  • იანიკ არაკელოვი - 8 070 ლარი
  • ზურაბ შურღაია - 5 000 ლარი
  • იუჯიტი - 5 000 ლარი
  • დიო - 3 000 ლარი
  • ელენე მაჭავარიანი - 2 000 ლარი
  • თეოდორე ჩარლზ ჯონასი - 2 000 ლარი
  • აუქციონი - 1 600 ლარი
  • ნინო ზამბახიძე - 1 000 ლარი
  • ეკა ბოკუჩავა - 1 000 ლარი
  • სხვა კერძო შემომწირველები - 2 450 ლარი

სილქნეტი, როგორც მთავარი დონორი, 2024 წელსაც ფონდში 300 000 ლარს გადარიცხავს. დამატებით, კომპანია ფონდის საჭიროებებისთვის ერთჯერადად 800 000 ლარს გაიღებს.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ საზოგადოებას დაარსების დღიდან ერთი გზავნილით მიმართავს: „გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!“:

შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების მხარდაჭერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები