"სილქნეტი" და Google Cloud-ი ოფიციალური პარტნიორები გახდნენ! თანამშრომლობა საშუალებას მისცემს სილქნეტს, პარტნიორ მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს Google Workspace-ზე შესთავაზოს წვდომა.
Google Workspace მძლავრი პლატფორმაა, რომელიც თანამედროვე ორგანიზაციაში მუშაობის ყველა აუცილებელ ხელსაწყოს აერთიანებს. Google-ის აპლიკაციების ნაკრები თანამშრომელთა კოლაბორაციას და ბიზნეს საქმიანობის ეფექტურობას ემსახურება.
ორგანიზაციებს საშუალება აქვთ, დასაქმებულთა რაოდენობის და ბიზნეს საჭიროების მიხედვით, აირჩიონ Google Workspace-ის 4 პაკეტიდან ერთ-ერთი. თითოეულ პაკეტში შედის 24/7 ქართულენოვანი მხარდაჭერა, “ქლაუდ” მეხსიერება და მონაცემების დაცვა უსაფრთხოების უმაღლესი ზომებით. ოთხივე პაკეტი ყოვლისმომცველი კომპლექტია, რომელშიც Google-ის ყველა აპლიკაცია ერთიანდება კოლაბორაციისთვის: Gmail, Drive, Meet, Forms, Sites და სხვა.
მსოფლიოში წამყვან გიგანტებთან თანამშრომლობა, როგორიცაა ტელეკომუნიკაციის ლიდერი Orange, საერთაშორისო ანალიტიკური პლატფორმა SAS, ციფრული ტრანსფორმაციის საკონსულტაციო ჯგუფი Sofrecom და ახლა უკვე Google Cloud, სილქნეტს საშუალებას აძლევს, განავითაროს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარი და უფრო მარტივი გახადოს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა.