მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სილქნეტი" მობილური ინტერნეტის პაკეტებს აიაფებს

5cb8a1f453be7
BM.GE
18.04.19 18:50
7565
კომპანია "სილქნეტი" 20 მაისიდან აბონენტებს მომსახურების განახლებულ პაკეტებს შესთავაზებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „სილქნეტი“ახალ პაკეტებთან ერთად, ინარჩუნებს მომსახურების ძველ პირობებსაც.

"განახლებული პირობებით აბონენტები მობილურ ინტერნეტს 15 %-ით უფრო იაფად შეიძენენ. ამასთან კომპანიამ ძალაში დატოვა ის პაკეტები, რომელიც ყველაზე უფრო იაფი და ხელმისაწვდომია, მათ შორის, მობილური ინტერნეტ პაკეტი 500 მბ - 3 ლარად და პაკეტი „მეტი S” – 5 ლარად. გაზრდილია თითოეულ პაკეტში ინტერნეტის მოცულობა და მობილურ ინტერნეტზე შემოდის ახალი პროდუქტი „დღიური“ შეთავაზება - „ულიმიტო დღიური“ .

დეტალური ინფორმაცია სიახლეების შესახებ :

ახალი პაკეტები: 750მბ-4 ლარი, 1.5 გბ-6 ლარი, 3გბ-9 ლარი, 5გბ-12 ლარი, 8გბ-15 ლარი, 20გბ-30 ლარი, 2გბ დღიური-1,5 ლარი, „ულიმიტო დღიური“- 5 ლარი. ახალი შეთავაზებით, ჩვენი აბონენტები ინტერნეტს მინიმუმ 15% -ით იაფად შეიძენენ.

ახალ პაკეტებთან ერთად, ძალაში რჩება 3 ლარიანი ინტერნეტ პაკეტი-500მბ.

შენარჩუნდება მოქმედი პაკეტი „მეტი S“, რომელსაც კვლავ 5 ლარად მიიღებენ ჩვენი აბონენტები. ამასთან, შემოგვაქვს ახალი გაუმჯობესებული პაკეტი „მეტი S+“ - ღირებულება 8 ლარი. „მეტი S+“-ის აბონენტები - დამატებით 30 წუთის სასაუბრო დროს, 200 მბ ინტერნეტით და 900 სმს-ით მეტ მომსახურებას მიიღებენ.

ძალაში რჩება პაკეტი „მეტი M”-ის ღირებულება, ტარიფის უცვლელად კი ჩვენი მომხმარებელი მეტ ინტერნეტ მომსახურებას და უსასრულო სმს-ებს მიიღებს:

• უსასრულო წუთებს შიდა ქსელზე;
• 700 მბ ინტერნეტ მოცულობას (ნაცვლად 300 მბ);
• უსასრულო სმს მომსახურებას (ნაცვლად 1000 სმს);
ძალაში რჩება, ჯეოსელის პაკეტი „მეტი უსასრულო“ - 25 ლარი.

ფიქსირებულ ქსელში (ოპტიკა) კომპანია რეგიონებში ორმაგი შეთავაზების პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს. 20 მაისიდან 8 ქალაქის აქციას ჩაანაცვლებს ახალი აქცია, რომელიც ინტერნეტ და ტვ მომსახურებას ერთად მოიცავს. 29 ლარად მომხმარებელი მიიღებს:

• 20 მბ/წმ ოპტიკურ ინტერნეტს;
• სილქ ტვ-ის 166 არხს (ნაცვლად 128 არხისა);
• დამატებითი გადასახდელის გარეშე, 2 თვით თემატურ პაკეტს: „კინო“ და „სპორტი“.

თბილისსა და რეგიონში ოპტიკური ინტერნეტი იაფდება და 20 მბ/წმ ფიქსირებულ ინტერნეტს, 35 ლარის ნაცვლად აბონენტები 30 ლარად შეიძენენ.

20 ივნისიდან გაუქმდება პაკეტი „სტარტი“ 10მბ/წმ", – ნათქვამია "სილქნეტის" განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები