"სილქნეტი" ქვეყნის მასშტაბით ოფისებს ხურავს. შესაბამისი შეტყობინება კომპანიის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.
როგორც თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე იხურება "სილქნეტის" ყველა ოფისი. კომპანია ოფისების გახსნის დროს ამ ეტაპზე არ აზუსტებს.
ინფორმაციას, ოფისების დახურვასთან დაკავშირებით ადასტურებენ თავად კომპანიაშიც.