მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სილქნეტის" მაღაზიებში ჟურნალი National Geographic საქართველო სპეციალურ ფასად იყიდება

სილქნეტი
20.02.24 14:33
680

დღეიდან, თბილისში, სილქნეტის მომსახურების ოფისებში: პირველი რესპუბლიკის მოედანი#1; ცინცაძის#2; ყაზბეგის#14 - ქართული National Geographic-ი სპეციალური ფასად - 7₾ გაიყიდება.

National geographic -ი სამეცნიერო ჟურნალი, მრავალწლიანი ისტორიით, ქართულ ენაზე 2012 წლიდან გამოიცემა. საქართველოში რედაქციის დაფუძნებას კომპანია სილქნეტმა შეუწყო ხელი. ასევე ჩამოყალიბდა ჟურნალის სამეცნიერო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ მეცნიერები: დავით ლორთქიფანიძე, ზაალ კოკაია, გია დვალი, დავით ფრანგიშვილი.

სილქნეტის უწყვეტი მხარდაჭერით, National Geographic -ის ქართულ რედაქციას შესაძლებლობა მიეცა ემუშავა აქტუალურ თემებზე, შემოეკრიბა საინტერესო ავტორები - საინტერესო პროექტებით, ფოტოგრაფებისთვის მოეწყო თემატური კონკურსები, დაინტერესებული მკითხველი მიეწვია პროექტების ავტორთა ლექციებზე. კომპანიის ხელშეწყობით, სილქნეტის პლატფორმებზე SilkTV, SilkGo განთავსებულია ამ ლექციათა ციკლის, ასევე ჟურნალში გამოქვეყნებულ ქართულ მასალებზე შექმნილი პოდკასტების ჩანაწერები.

სილქნეტში თვლიან, რომ მეცნიერების, კვლევის და თხრობის ძალას სამყაროს შეცვლა შეუძლია და ბევრი ცნობილი მეცნიერის თუ მკვლევრის პროფესიის განსაზღვრაში დიდი როლი ჟურნალ National Geographic-ს მიუძღვის.

შემეცნებაზე, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, კომპანია თავის აბონენტებს სპეციალურ ფასად, 8₾ (10₾ ნაცვლად) სთავაზობს ჟურნალის გამოწერას SilkTV-ის პლატფორმიდანაც.