მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სილქნეტის მხარდაჭერით წინანდალში მოდერნისტი მხატვრის, ვარლას ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს

სილქნეტი
25.11.25 11:46
122

ფელიქს ვარლამიშვილის ოცამდე ნამუშევარი წინანდლის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა. წარმოშობით ქართველმა, ცხოვრების უმეტესი წლები ემიგრაციაში გაატარა. მხატვარი მრავალფეროვან თემატიკას ეხებოდა, თუმცა მის ყოფით სცენებშიც კი, მისტიკა და რიტუალური ატმოსფერო იკითხება. კომპოზიციების უმეტესობა ახლოს დგას ორივე კულტურასთან: ხშირია აღმოსავლური მინიატურების გავლენა და დასავლურ არტ-თან თამამი შერწყმა. მსოფლიო მას "ვარლას" სახელით იცნობს.

წინანდლის მამულის სტუმრებს საშუალება აქვთ 30 დეკემბრის ჩათვლით ახლოს გაეცნონ ქართველი მოდერნისტის შემოქმედებას, რომელმაც სამშობლოსგან შორს მიაღწია უდიდეს აღიარებას. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს. ამავე ანდერძით გადმოეცა მისი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები საქართველოს. "ყველა ჩემს სურათს საქართველოს სიყვარულით ვხატავდი და ამის საფუძველზე შევქმენი საკუთარი მხატვრული სტილი"... – ეს სიტყვები დიდ ქართველ მხატვარს, ფელიქს ვარლამიშვილს ეკუთვნის.

საგამოფენო ღონისძიების მასპინძელია „სილქ-ჰოსფითალითი“. წინანდალში გამოფენილი ნამუშევრები კერძო კოლექციიდან არის, რომელსაც “ბაია გალერეა” წარადგენს.

სილქნეტის მხარდაჭერით, რომელიც წინანდლის საგამოფენო სერიების ტრადიციული მხარდამჭერია, არაერთი მხატვრის შემოქმედებას გაეცნენ ისტორიული მამულის ვიზიტორები. გასულ სეზონზე აქ აბსტრაქციონისტი ფერმწერის, ჯიბსონ ხუნდაძის და გრაფიკოსის, ფერმწერის, თეატრის მხატვრის კირილ ზდანევიჩის ვერნისაჟი გაიმართა. წელს საგამოფენო სეზონი ლია ბაგრატიონის ინსტალაციებით გაიხსნა. წინანდლის ფესტივალის მიმდინარეობისას კი, საგამოფენო დარბაზი ავანგარდი სცენოგრაფის, ირაკლი გამრეკელის ნამუშევრების გამოფენას დაეთმო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები