სილქნეტმა, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, როუმინგის არეალი გააფართოვა და ახალი მიმართულებები დაამატა. მომხმარებელი როუმინგ პასის ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკის და კანადის მიმართულებითაც ჩაირთავს.
კოდით *133# ან MySilknet აპლიკაციიდან სილქნეტის აბონენტები შეიძენენ სასურველი მოცულობის ინტერნეტს საუკეთესო პირობით:
- 1 GB - 7 დღით - 9₾
- 2 GB - 7 დღით -15₾
- 4 GB -14 დღით -25₾
- 7 GB -14 დღით - 45₾
- 10 GB -14 დღით -55₾
სილქნეტი აგრძელებს ქვეყნების დამატებას „როუმინგ პასის“ მომსახურებაში.
როუმინგ პასი - შენი მეგზური მსოფლიო ჩემპიონატზე!




























