წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის წარმდგენი ტრადიციულად კომპანია "სილქნეტია". ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში მე-5 საიუბილეო ფესტივალის პირველი კონცერტი ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით გაიხსნა. 2018 წელს დაფუძნებულმა წინანდლის ფესტივალმა, უმაღლესი რეპუტაცია დაიმკვიდრა მსოფლიოს წამყვან ფესტივალებს შორის. საუკეთესო მუსიკოსებისა და გამორჩეული პროგრამის გარდა, მნიშვნელოვანი კომპონენტია ფესტივალის ფარგლებში დაარსებული პან-კავკასიური ორკესტრი, რომელმაც წელს რეგიონის 7 ქვეყნის 77 ახალგაზრდა მუსიკოსი გააერთიანა.
წინანდლის ისტორიულ მამულში, 11 დღის განმავლობაში 25 კონცერტი გაიმართება. მომდევნო დღეებში საქართველო, კერძოდ წინანდალი, კლასიკური მუსიკის ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცევა.
➡გიორგი რამიშვილი -წინანდლის ფესტივალისა და კომპანია "სილქნეტის" დამფუძნებელი;
➡ავი შოშანი - წინანდლის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი;
➡ცოტნე ზედგინიძე - მუსიკოსი;