მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სილქნეტისა და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

სილქ ქლაუდმა, საქართველოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, სილქნეტის (Orange Alliance-ის წევრი) შვილობილმა კომპანიამ და Integrated Solutions -მა (ევროპული სატელეკომუნიკაციო ლიდერის, Orange Polska-ს შვილობილი კომპანია), 29 მაისს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. ამავდროულად, სილქნეტი გეგმავს სერტიფიცირებული, მესამე დონის მონაცემთა ცენტრის დანერგვას საქართველოში. მონაცემთა ცენტრი დააკმაყოფილებს ევროპული ხარისხის სტანდარტებს და უზრუნველყოფს ბიზნესებს მათი კრიტიკული ინფორმაციის უმაღლესი დონის უსაფრთხოებით. ეს უნიკალური დატა ცენტრი გააძლიერებს საქართველოს ციფრულ ინფრასტრუქტურას და საფუძველს დაუდებს ახალ პარტნიორობებს, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები