მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სილქნეტმა" და შპს "საქართველოს მედია ქსელმა" შერწყმაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობა მიიღეს

584a79062662c
BM.GE
09.12.16 13:24
1184
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივი წერილით სს "სილქნეტმა" და შპს “საქართველოს მედია ქსელმა“ მიმართეს. კომპამიებმა სს "სილქნეტისა“ და შპს "საქართველოს მედია ქსელის" შერწყმაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობა მოთხოვეს.

აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე კომისიამ წარმოება დაიწყო და დაადგინა, რომ სს "სილქნეტისა“ და შპს "საქართველოს მედია ქსელის" შერწყმა ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ სს "სილქნეტისა" და შპს "საქართველოს მედია ქსელის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები