ყოველწლიური ტრადიცია, რომელსაც საფუძველი კომპანია სილქნეტმა ჩაუყარა, იმ ორგანიზაციების და დონორების შეკრებაა, რომლებიც დაჭრილ მებრძოლთა ფონდს თანადგომას უცხადებენ. ყოველი წლის ბოლოს ფონდი თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს და მომავალი წლის გეგმებს დამსწრე საზოგადოებას აცნობს. 2 დეკემბერს სწორედ ეს ტრადიციული ღონისძიება გაიმართა, რომელიც გალა ვახშმით დასრულდა და მასში მონაწილეობას საჯარო და კერძო პირები, ასევე ფონდის ბენეფიციარები იღებდნენ.