მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სილქნეტმა” მედიასა და სპორტის გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესი გააცნო

BM.GE
06.02.23 09:29
193
რამდენიმე დღე რჩება საქართველოში პირველად ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონებს და ოლიმპიელ ათლეტებს ელოდება. ბოლო დღეების სამზადისში სილქნეტმა სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას და სპორტის გულშემატკივრებს უმასპინძლა და მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესი გააცნო. ჩემპიონატი სტარტს 16 თებერვალს აიღებს და 5 მარტის ჩათვლით ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის სახეობის 700 სპორტსმენი ერთმანეთს ბაკურიანში შეეჯიბრებიან. მათ შორის 5 ქართველი სპორტსმენიც იასპარეზებს. სილქნეტი უკვე 10 წელზე მეტია მხარში უდგას ზამთრის სპორტის განვითარებას საქართველოში და დაარსების დღიდან სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და პირველი მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენიც კომპანია სილქნეტია. კომპანია უკვე 10 წელზე მეტია ზამთრის სახეობების არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი შეჯიბრის მხარდამჭერია, ხელს უწყობს საქართველოს ნაკრების წვრთნებს უცხოეთის კურორტებზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართველი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები