სილქნეტის მხარდაჭერით გამართული წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა. 8 სექტემბერს ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში კლასიკური მუსიკის ბოლო, მე-17 კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წარდგა, რომელსაც ცნობილი დირიჟორი ფრანსუა ლილუ ხელმძღვანელობდა. ორკესტრმა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, იოზეფ ჰაიდნისა და ფელიქს მენდელსონის ნაწარმოებები შეასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალის სავიზიტო ბარათად ქცეული ორკესტრი წელს კიდევ უფრო გაფართოვდა და 8-ქვეყნის 80-მდე მუსიკოსი გააერთიანა, როგორც საქართველოდან, ასევე უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, თურქმენეთიდან და მოლდოვიდან. რით იყო გამორჩეული წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი და რა დახვდა წინანდლის მამულში ჩასულ მსმენელს 9-დღის განმავლობაში?