მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილქნეტმა ჟურნალ National Geographic საქართველოს ნაკრები სხვადასხვა რეგიონის ბიბლიოთეკებს გადასცა

National Geographic
BM. GE
10.10.23 12:16
67

სილქნეტი განაგრძობს საგანმანათლებლო პროექტებს National Geographic საქართველოსთან ერთად. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სილქნეტმა გურჯაანის, თელავის, წყალტუბოს, ზესტაფონის, ხაშურის, ხულოს, ლანჩხუთის, აბაშის, ზუგდიდის, ახალციხის, ბოლნისის მუნიციპალურ და სოფლის ბიბლიოთეკებს, შემეცნებითი ჟურნალის National Geographic საქართველოს სამი წლის გამოცემათა ნაკრები შემატა. აღნიშნული ბიბლიოთეკები საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა.

ათ წელზე მეტია სილქნეტის მხარდაჭერით საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი National Geographic ქართულ ენაზე გამოიცემა. საქართველოში რედაქციის დაარსება შესაძლებელი გახდა კომპანიის თანადგომით.  ჟურნალის თემატიკა სპეციფიკურია და ეყრდნობა აკადემიურ ცოდნას, უახლეს კვლევებს, ახალ აღმოჩენებს და რაც მთავარია, უნიკალურ ფოტო მასალას. ყოველ ნომერში შერჩეულ თემატიკას საქართველოს ამბებიც ემატება. ჟურნალთან თანამშრომლობენ  ფოტოგრაფები და ჟურნალისტები, სამეცნიერო თუ არქეოლოგიური პროექტების ქართველი ავტორები.

სილქნეტი ჟურნალ National Geographic საქართველოსთან ერთად სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და აქტივობას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ტარდება მკითხველებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან ყოველთვიური  ლექციები.  შექმნილია ჟურნალში გამოქვეყნებული საავტორო სტატიების პოდკასტების სერია, რომლებსაც ცნობილი მსახიობები კითხულობენ. შეხვედრებისა და პოდკასტების ჩანაწერების გაცნობა სრულიად უფასოდ, შესაძლებელია  SilkTV ვიდეოთეკის განყოფილებაში, საიტზე SilkTV.ge ან აპლიკაცია SilkGo-მეშვეობით. 

ჟურნალი გამოდის თვეში ერთხელ. მასალებს მკითხველი ადევნებს თვალს საიტზეც nationalgeographic.ge.

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში სტუდენტებზე და სილქნეტის მომხმარებლებზე მოქმედებს ფასდაკლება. დაინტერესებული მკითხველი, გამოცემის ახალი ნომრების შეძენას, მალე სილქნეტის მომსახურების ცენტრებში შეძლებ,  სპეციალურ ფასად.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები