2024 წლის 3 ივნისს, პარიზში, გლობალური ტელეკომუნიკაციების ლიდერ კომპანია Orange-ის ოფისში, Orange Alliance-ის პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა "სილქნეტსა" და Orange-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს. სტრატეგიული თანამშრომლობა საშუალებას აძლევს "სილქნეტს" მეტად განავითაროს ფიზიკური და იურიდიული პირების სატელეკომუნიკაციო და ციფრული მომსახურება Orange-ის მრავალწლიანი გამოცდილების და ინოვაციური პლატფორმების დახმარებით.
სტუმარი: ილია ენუქაშვილი - "სილქნეტი", სტრატეგიული განვითარების მიმართულების ოფიცერი;