მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიმაღლეზე მუშაობის წესები მკაცრდება - რა იცვლება?

სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სავალდებულო ხდება დამცავი მოაჯირის მონტაჟი ყველგან, სადაც სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე არსებობს.

ცვლილებების მიხედვით, ღიობების ყველა მხარე, ასევე, ღიობთან ახლოს მდებარე პანდუსი ან დაქანებული ადგილი, რომელიც გამოიყენება ადამიანის სავალ ბილიკებად, უნდა იყოს მოაჯირებით შემოსაზღვრული. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაო სივრცეში განთავსებულ ნებისმიერ ხარაჩოს უნდა გააჩნდეს ჩანაწერები მისი ექსპლუატაციის შესახებ. ამასთან, დაუშვებელია ხარაჩოს აღმართვა, შეცვლა ან მოხსნა პასუხისმგებელი პირების გარეშე. ამასთან, ხარაჩოს გამოყენებული მასალები გამოყენებამდე ყოველ ჯერზე უნდა მოწმდებოდეს.

რა იცვლება და როგორ ასრულებენ უსაფრთხოების წესებს საქართველოში?

სტუმარი: დავით თხელიძე - SafCo-ს თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები