მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიმარტივე ფინანსების ყოველდღიურ მართვაში - WallyPay უკვე საქართველოშია

5f2be4744c5b5
BM.GE
06.08.20 15:05
4087

ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანების ცხოვრების ტემპი შეცვალა და ყოველდღიური საჭიროებების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები გააჩინა. მომხმარებლები კომპანიებისგან ითხოვენ არამხოლოდ პროდუქტს, არამედ სისწრაფეს, სიმარტივეს და გამოცდილებას. მიმდინარე ცვლილებების ფონზე ოპერაციების გაციფრულება კი კომპანიებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.

სიმარტივე ფინანსების ყოველდღიურ მართვაში - სწორედ ამ მიზნით, საქართველოში შემოდის საერთაშორისო ფინტეკ კომპანია ვოლიფეი(WallyPay), რომელიც ქართველ მომხმარებლებს ფინანსების მართვის უფრო დამოუკიდებელ, მოქნილ და მარტივ პლატფორმას სთავაზობს. კომპანიებს კი ეხმარება დისტანციურ რეჟიმში მომხმარებელთან ურთიერთობა უფრო მჭიდრო და კომფორტული გახადოს.

WallyPay არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ელექტრონული საფულის მობილურ აპლიკაციასა და საერთაშორისო საგადახდო ბარათს - რომლის გამოყენება მსოფლიოს 210 ქვეყანაშია შესაძლებელი Mastercard-ის მხარდაჭერით. საერთაშორისო საგადახდო ბარათი, რომლის გამოშვების უფლება კომპანიამ Mastercard-სგან გასულ წელს მოიპოვა, უკვე რეალურ გარემოში ამუშავდა და მომხმარებლების კონკრეტული სეგმენტისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. სულ მალე კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება ბარათის შეკვეთა. ფულადი გზავნილების მიღება, პარტნიორი მიკროსაფინანსოებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისგან დამატებითი თანხის მიღების შესაძლებლობა, კომუნალური გადახდები და სხვა უამრავი ფუნქცია, რომელსაც WallyPay-ის მობილური აპლიკაცია დამატებით სთავაზობს მომხმარებელს - მათ ყოველდღიურ ფინანსურ საჭიროებებზე იზრუნებს და დროის დაზოგვაშიც დაეხმარებათ. 


“ ქართულ ბაზარზე WallyPay გამორჩეულია მისი ფუნქციურობით, ჩვენ ვართ MasterCard-ის პარტნიორები და ეს საშუალებას გვაძლევს საგადახდო ბარათით ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია განხორციელდეს, ხოლო მობილური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლის მიერ საკუთარი ფინანსების მონიტორინგი რეალურ დროში მოხდეს. ამჟამად, პირველი ბარათების გაცემა უკვე დაიწყო კონკრეტულ სეგმენტზე და სულ მალე, ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება. 


WallyPay საშუალებას იძლევა განახორციელოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვები, აკონტროლოთ ყოველდღიური ტრანზაქციები, გადაიხადოთ კომუნალური ან სხვა გადასახადები, დაიმატოთ თანხა პარტნიორი საფინანსო კომპანიებისგან.
გარდა ამისა, მიკრო საფინანსო ორგანიზაციებს საშუალებას ვაძლევთ პლატფორმის გამოყენებით მოახდინონ პროცესების გაციფრულება და ოპტიმიზაცია, დისტანციურად აწარმოონ პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებელთან, გაუკეთონ მათზე მორგებული შეთავაზებები, რაც დადებით გავლენას მოახდენს მათ ფინანსურ შედეგებზე“ - ნათია ჭყოიძე, WallPay-ს დირექტორი.


აღსანიშნავია, რომ Wallypay-ს მომხმარებლები პარტნიორ კომპანიებში სხვადასხვა ექსკლუზიური შეთავაზებებით ისარგებლებენ. WallyPay-ს პირველი პარტნიორი საქართველოში  ევროკრედიტი იქნება.

„ჩვენი ამოცანა მომხმარებლებისთვის პროცესების გამარტივება და მაქსიმალურად კომფორტული დისტანციური მომსახურების შეთავაზებაა. თანამედროვე, ინოვაციური მიდგომები ამის უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს, განსაკუთრებით დღევანდელი კოვიდ 19 -ის სიტუაციიდან გამომდინარე. Wallypay-ს და ევროკრედიტის პარტნიორობა მომხმარებლებთან ურთიერთობას უფრო მეტად მოქნილს გახდის და მათ დამატებითი დროის და რესურსის დაზოგვის საშუალებას მისცემს, ვინაიდან მომხმარებელს არ ექნება ფილიალში სტუმრობის აუცილებლობა. ის არ დახარჯავს დროს, არ იდგება რიგში, არ მოუწევს პანდემიის პრევენციისთვის აუცილებელი, არაკომფორტული პროცესის გავლა, ჩენი მომხმარებელი დისტანციურად შეძლებს სესხის აღებას ევროკრედიტში.“ - მიხელ ნონიკაშვილი, ევროკრედიტის დირექტორი. 


WallyPay-სა და ევროკრედიტის თანამშრომლობა მომხმარებლებს დამატებითი სესხის მიღების პროცესს გაუმარტივებს. მიკროსაფინანსო კომპანიაში ელექტრონულად მოთხოვნილი სესხის თანხა მომხმარებელს პირდაპირ WallyPay-ს ელექტრონულ საფულეში ჩაერიცხება და ფილიალში მისვლის გარეშე შეძლებს თანხის გამოყენებას. მომხმარებელთა გარკვეულ ჯგუფებში ვოლიფეის დანერგვა უკვე დაიწყო და მალე ის ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები