მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სიმეტრია პარკი" მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

უძრავი ქონების კომპანია "სიმეტრიას" პრემიუმ კლასის პროექტის, "სიმეტრია პარკის" მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ოქროყანაში მდებარე უბნის 60% უკვე აშენებული, პროექტის 75% კი გაყიდულია. "სიმეტრია პარკი" 20 000 კვ/მ ფართობზეა განთავსებული და იგი 39 ბინასა და 31 კერძო, ინდივიდუალურ სახლს აერთიანებს. თითოეულ ინდივიდუალურ სახლს პარკინგი და დამოუკიდებელი შიდა ეზო აქვს. ბინები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. გარდა ამისა, "სიმეტრია პარკის" მობინადრეებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი ინფრასტრუქტურა და სერვისები, მათ შორის სპორტული დარბაზი, სპა ცენტრი, მრავალფუნქციური ღია და დახურული საბავშვო მოედანი, ცენტრალური პარკი, გამწვანებული ქუჩები, საფეხმავლო და ველობილიკები, მისაღები სივრცე და კონსიერჟი, შეხვედრების ოთახი და ბიბლიოთეკა, ტერიტორიის 24 საათიანი დაცვა, ვიდეოუსაფრთხოების სისტემა, საერთო სივრცეების მოვლა და ტერიტორიაზე კომერციული ობიექტები.

სტუმარი: დავით ბუაძე - "სიმეტრია პარკის" გაყიდვების ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები