საქართველოში სიმინდის ზეთის პირველი ქარხანა მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება. პროექტს კომპანია „კოლხასთან“ ერთად საპარტნიორო ფონდი ახორციელებს.
ქარხანა ქალაქ ხობში აშენდა და ის ნედლეულს ადგილობრივიებისგან ჩაიბარებს.
კომპანია „კოლხას“ ხელმძღვანელის გიორგი ბუკიას ინფორმაციით, საწარმოს მშენებლობაში ინვესტიციის სახით უკვე ჩაიდო მილიონ-ნახევარი დოლარი, საპარტნიორო ფონდი კი დამატებითი თანხების ჩადებას აპირებს.
ქარხანა დღიურად 50 ტონა მარცვალს გადაამუშავებს, ხოლო ზეთის გამომუშავება დღიურად 1-1,5-ტონა იქნება. პროდუქცია ბაზარზე "ქარვას" სახელით გამოჩნდება.
„ჩვენი ხარისხიდან გამომდინარე ვაპირებთ, პროდუქციის საზღვრებსგარეთ გატანასაც. როცა გამოვუშვებთ პროდუქციას, მერე უკვე ბაზარი გვიჩვენებს როგორ უნდა მოვიქცეთ“,- აცხადებს გიორგი ბუკია.
ზეთის დამამზადებელ ქარხანასთან ერთად ხობში მეორე საწარმოც შენდება, რომელიც კომბნირებულ საკვებს აწარმოებს.

























