ყველაზე ტიტულიანი მოტანვარჯიშე სიმონა ბაილსი კარიერაში მეორედ ამერიკული გამოცემა SportsPro-ს მიხედვით ყველაზე მარკეტაბელურ ათლეტად დასახელდა. პირველად მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აღიარება 2021 წელს მოიპოვა. ამ მიღწევით ის არის პირველი ქალი სპორტსმენი ვინც მრავალგზის მიაღწია ასეთ წარმატებას და სპორტსმენებს შორის მესამე ლიონელ მესისა და ნეიმარის შემდეგ.
წლევანდელ 50-ეულში 28 მამაკაცი და 22 ქალი ათლეტი იყო წარმოდგენილი, საიდანაც ათეულში ხუთი ქალი და ხუთი მამაკაცი მოხვდა. სიაში ყველაზე ახალგაზრდა 18 წლის ლამინ იამალია, ხოლო ყველაზე ასაკოვანები 39 წლის ასაკით ლუის ჰამილტონი, კრიშტიანუ რონალდუ და ლებრონ ჯეიმსი არიან.
როგორც ყოველთვის, წელსაც სპორტსმენების წარმომადგენლობით ფეხბურთი და კალათბურთი ლიდერობს 15 და 11 ათლეტით. გასული წლისგან განსხვავებით 2024 წლის სიაში ვხვდებით კრიკეტის, ცურვის, ჩოგბურთის, NFL-ის და თხილამურების წარმომადგენლებსაც.
სიის წევრები 18 ქვეყნის სახელით ასპარეზობენ, საიდანაც ყველაზე მეტი 42%-ი აშშ-ს მოქალაქეები არიან. 50-დან 21-მა სპორტსმენმა ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა, ხოლო WNBA 6 მოთამაშით ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი ლიგაა რეიტინგში.
სიმონა ბაილსის შემდეგ სიაში მადრიდის “რეალის” ვინისიუს ჟუნიორი მოდის, რომელმაც რეიტინგში თვით ლებრონ ჯეიმსსაც კი გაუსწრო. ამასთან სიაში დებიუტი ჰქონდა WNBA-ის ახალწვეულ კეიტლინ კლარკს, რომელმაც მეოთხე პოზიცია დაიკავა, ხოლო გასული წლის გამარჯვებული ლიონელ მესი ამჯერად რეიტინგში მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა.
წლევანდელი რეიტინგი SportsPro-სგან კიდევ ერთხელ შედგენილია საკონსულტაციო ფირმა NorthStar Solutions Group-თან პარტნიორობით, რომელმაც შეიმუშავა გაუმჯობესებული მეთოდოლოგია და მრავალმხრივი შეფასების მოდელი, რათა უზრუნველყოს სპორტსმენების გაყიდვის ყველაზე სრულყოფილი შეფასება, რაც კი ოდესმე განხორციელებულა.
სპორტსმენის მარკეტინგულობის შესაფასებლად იყენებენ სამ კრიტერიუმს:
1) ბრენდის ძალა - რომელიც აფასებს ათლეტის ბრენდის გლობალურობას და მის გავლენას.
2) მთლიანი მისამართის ბაზარი - ეს კრიტერიუმი აფასებს სპორტსმენის გულშემატკივართა ბაზის მიღწევებს და მათი ჩართულობის პოტენციალს.
3) ეკონომიკა - იგულისხმება ათლეტის გავლენა ხალხზე, პლანეტაზე, მათი შემოსავლები და სოციალური პასუხისმგებლობა.
თითოეული სპორტსმენის მარკეტინგული ქულა მიღებული იყო 16 ხარისხობრივი და რაოდენობრივი პუნქტიდან, აწონილი და გაანალიზებული მათემატიკური და სტატისტიკური ფორმულების გამოყენებით, ხოლო მონაცემებს აგროვებდნენ ექსპერტები სხვადასხვა პირველადი და მეორადი წყაროდან.
2024 წლის SportsPro-ს მარკეტაბელური სპორტსმენების ხუთეული ასე შედგა:
5. ლიონელ მესი
4. კეიტლინ კლარკი
3. ლებრონ ჯეიმსი
2. ვინისიუს ჟუნიორი
1. სიმონა ბაილსი

























