მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიმონე ინძაგი “ალ-ჰილალში” მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი მწვრთნელი გახდა

სიმონე ინძაგი ალ ჰილალი

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფინალისტი მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი საუდის არაბეთის გრანდ “ალ-ჰილალთან” წინასწარ შეთანხმებული იყო.

ეს ინფორმაცია ფინალიდან, 5 დღის შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა და “ალ-ჰილალთან” ორწლიანი 52-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. წლიური 26-მილიონიანი შემოსავლით ინძაგი მომდევნო სეზონიდან ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის სტატუსსაც დაისაკუთრებს.

შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგი “ინტერში” 2021 წლიდან მუშაობდა: ოთხ სეზონში მილანურ გუნდს მან ერთხელ სკუდეტო, ორჯერ იტალიის თასი და სამჯერ იტალიის სუპერთასი მოაგებინა, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც ორჯერვე დამარცხდა.

ცნობისთვის, სიმონე ინძაგი საქმიანობას ამ თვიდანვე შეუდგება და “ალ-ჰილალს” ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე გაუძღვება, სადაც მათი მეტოქეები მადრიდის “რეალი”, “ზალცბურგი” და “პაჩუკა” იქნებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები