მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინერჯი კაპიტალი მსუბუქი მრეწველობის კომპანიებს მიმართავს

5e8ece473b0a4
BM.GE
09.04.20 11:24
1064
„მსუბუქი მრეწველობის წარმომადგენლები, ვინც აწარმოებენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჰიგიენის საშუალებებს, ავეჯს თუ სხვა, ვთავაზობთ პარტნიორობას. იმისთვის, რომ არ გაჩერდნენ, ამ სიტუაციაში შეძლონ ახალ რეალობაზე მორგება, განახლებული სტრატეგიის შემუშავება, პროცესების გადაწყობა, გაყიდვების და მიწოდების არხების შესაბამისად განვითარება და ამ ყველაფრისთვის საჭირო ფინანსებით უზრუნველყოფა - ეს არის ის, რა მხარდაჭერაც ჩვენგან ახლა განსაკუთრებით აქვთ ჩვენი პორტფელის კომპანიებს. ჩვენ ვაგრძელებთ პორტფელის გაფართოებას და ინვესტორების შეყვანასაც ამ კომპანიებში, რომ ამ სიტუაციაშიც კი მათ გაზარდონ ეფექტურობა, არათუ გაჩერდნენ. გვინდა მსუბუქი მრეწველობის კომპანიებსაც შევთავაზოთ ასეთი თანამშრომლობა. ეს სირთულეები გაივლის და მთავარი იქნება როგორი მომზადებული ვიქნებით პოსტ-კორონა პერიოდისთვის. ამიტომ ახლა მობილიზაცია, თუნდაც სახლებიდან, დისტანციურად, ძალიან კრიტიკულია.“ - აცხადებენ სინერჯი კაპიტალში.

სინერჯი კაპიტალი შექმნილია სინერჯი ჯგუფის მიერ. ამჟამად 20-მდე მზარდი კომპანია ჰყავს პორტფელში, რომელთა განვითარებაზე და გაფართოებაზე აქტიურად აგრძელებს მუშაობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები