„სინერჯი კაპიტალმა“ კომპანია „ქარელის ხილთან“ და ჩაისა და ყავის სარეალიზაციო ქსელ „ჩაიმანიასთან“ პარტნიორთა შეთანხმება გააფორმა, რითაც „სინერჯი კაპიტალი“ ფაქტობრივად, ამ კომპანიების მეწილე გახდა.
„პოტენციალის მკაფიო ხედვიდან გამომდინარე სინერჯი კაპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება შესულიყო ქარელის ხილში, რომელიც დღეს უკვე ადგილობრივ ბაზარზე ფლობს 20%-ს და წარმოდგენილია 11 მაღაზიაში (ქსელში) 15 პროდუქტით. ქარელის ჩირის ძირითადი მიზანია მოსახლეობამ არსებული ტკბილეულობა ჩაანაცვლოს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ქართული ხილისგან წარმოებული პროდუქციით.
დღეიდან სინერჯი კაპიტალის გადაწყვეტილებით, მაღალი ხარისხის ჩაისა და ყავის სარეალიზაციო ქსელი „ჩაიმანია“, მისი პორტფელური კომპანია გახდება. დღეს კომპანია „ჩაიმანია“ წარმოდგენილია თბილისში 7 სარეალიზაციო წერტილით, სავაჭრო ცენტრებსა და ჰიპერმარკეტებში“, - აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის: სინერჯი კაპიტალი წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომელიც სინერჯი ჯგუფის ინიციატივით შეიქმნა და რომელის მისიაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუქმნას მაღალმომგებიანი საინვესტიციო პორტფელი ისე, რომ მათი ფინანსები და გამოცდილება ხელმისაწვდომი გახდეს აღნიშნული ორგანიზაციებისთვის. ასევე, მომავლის ლიდერ ორგანიზაციებში გამოავლინოს ზრდის მაქსიმალური პოტენციალი და შემდგომ მოახდინოს მისი რეალიზება.
სინერჯი კაპიტალის გუნდს რამდენიმე თვის წინ ყოფილი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილიც შეუერთდა.

























