„ჩვენი დღევანდელი პრობლემა ძირითადად არის ინვესტიციების მოზიდვა, გასულ წლებთან შედარებით ინვესტიციების რაოდენობა შემცირებულია,“ - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „სინერჯი ქონსთრაქშენის“ წარმომადგენელმა თამარ სადუნაშვილმა განაცხადა.
„ბიზნესი 2017 წელს ჰესების მშენებლობით დავიწყეთ. მაშინ ძალიან ბევრი ინვესტიცია იყო, ინვესტორებიც იყვნენ მოტივირებულები, რომ ეს ინვესტიციები განეხორციელებინათ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ 2018 წლიდან გართულდა კანონმდებლობა, ამან ინვესტორების კითხვა გამოიწვია - შევძლებთ, ჩვენი ინვესტიციისგან მოგება მივიღოთ? ამიტომ, ნელ-ნელა შემცირდა ეს ინვესტიციები.
დღეს ძირითადი პრობლემა არის ის, რომ რეგულაციები კანონით საკმარისად განსაზღვრული არ არის. ჩვენ 41-ე დადგენილებაზეც(სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დანერგვა მშენებლობებში) რეგულაციაზეც, რომელიც საკმაოდ მკაცრი რეგულაციაა და ევროპულ სტანდარტებს უსწორდება მაშინ, როდესაც საქართველოში ამისთვის ნაკლები რესურსია,“ - განაცხადა სადუნაშვილმა.
ცნობისთვის დღეს სამშენებლო სექტორი პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა, სადაც დროული გადაწყვეტილებების პრობლემაზე და საბანკო რეგულაციების გამო ბიზნესის ნეგატიურ გავლენაზე ისაუბრეს.