მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სინერჯის კაპიტალი": ვამაყობთ, რომ ჩვენს გუნდში დიმიტრი ქუმსიშვილია

5be56c76a5e47
BM.GE
09.11.18 15:15
3109
სექტემბრის დასაწყისიდან, ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „სიინერჯი კაპიტალის“ თანადირექტორის თანამდებობას იკავებს. კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი პაპუნა ტოლიაშვილი ამბობს, რომ ქუმსიშვილმა კომპანიაში მუშაობის გადაწვეტილება რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ მიიღო.

„მე და დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანიის სრულუფლებიანი თანადირექტორები ვართ უკვე მეორე თვეა, ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და სრულად ვინაწილებთ სამუშაოსაც და ამოცანებსაც.

თანასწორები ვართ მართვის პროცესში და დიმიტრის შემოსვლამ ჩვენს გუნდში არსებითად გააძლიერა კომპანიის პოტენციალი. მასთან მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება გვაქვს, - მთავრობაში მოსვლამდეც და შემდეგაც. თითქმის ყველა რგოლში მოგვიწია მასთან მუშაობა. მისი სტილი და მუშაობისადმი მიდგომა ჩვენთვის მისაღებია და ძალიან დიდი ინფორმაცია და ხედვები რომელიც მას აქვს ჩვენთვის შეუფასებელი აქტივია. არ დავაყოვნეთ რომ მისთვის შეთავაზება გაგვეკეთებინა. რამდენიმე თვიანი ფიქრის შემდეგ, საბოლო ჯამში დაინახა მან პერსპექტივა, ჩვენი გუნდის პოტენციალიც შეაფასა და ძირითადად ამ მოტივებიდან გამომდინარე მიიღო გადაწვეტილება და სექტემბრიდან შემოგვიერთდა, რითიც ძალიან ვამაყობთ“, - ამბობს ტოლიაშვილი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები