მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სინერჯის“ პორტფელი - 8000 მოსავალი, ჩიკორი, მზეთამზე, უმალი, სახალხო აფთიაქი, ჯი.ვინო, კიდკო და სხვ. | გაფართოების რა გეგმები აქვს კომპანიას (R)

61545b5259570
ვიქტორია მღებრიშვილი
29.09.21 17:30
777
კაპიტალის ზრდის კომპანია - სინერჯი, რომელიც 2018 წელს „სინერჯი ჯგუფის“ მიერ შეიქმნა, თავის პორტფელში ამ დროისთვის 15-მდე კომპანიას აერთიანებს, რომელთა ღირებულების ზრდაზე მუშაობს.

კომპანიების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ზრდის და მასშტაბირების დიდი პოტენციალია, რომელსაც ისინი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იყენებენ. „სინერჯი“ ყიდულობს ასეთ კომპანიებში 20-50%-მდე წილს და ეხმარება ზრდაში.

„სინერჯის“ მთავარი კონტრიბუცია პორტფელის კომპანიებში:

 მათი სტრატეგიულ-ორგანიზაციული განვითარებაა, კერძოდ, ზრდის პოტენციალის რეალიზებისთვის საჭირო სისტემური მექანიზმების შექმნა. რაშიც კომპანია „სინერჯი ჯგუფის“ 20 წლიან გამოცდილებას იყენებს;

 კაპიტალის მოზიდვაში დახმარება, რაც კომპანიებს ზრდის ფაზაში განსაკუთრებით სჭირდებათ;

 თანამედროვე კორპორატიული მმართველობის სტანდარტის ჩამოყალიბება, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოს და აღმასრულებელი გუნდის ურთიერთობის გამართული მექანიზმების შექმნა.

დღევანდელი პორტფელი აერთიანებს საექსპორტო პოტენციალის მქონე წარმოებებს, მასშტაბირების პოტენციალის მქონე გაყიდვების ქსელებს, მომსახურების სფეროს:

„ჩიკორის“ ბრენდით ჩირის და ჯანსაღი ხემსის მწარმოებელი კომპანია „ქარელის ხილი“;

„8000 მოსავალი“ - ღვინის მაღაზია ბარების ქსელი;

სასარგებლო პური „მზეთამზეს“ მწარმოებელი კომპანია „გემოვანი“;

„ჯი.ვინო“ - ორგანული ღვინის ბარი და მაღაზია;

„უმალი“ - წარმოების სიმძლავრეებით ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანა ამიერკავკასიაში;

„ანტრეკოტი“ - ნედლი ხორცის და მისგან წარმოებული ხორცპროდუქტების მაღაზია;

„სახალხო აფთიაქი“ - საუბნო აფთიაქების ქსელი ქვეყნის მასშტაბით;

ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების ქართული კომპანია “კუბიკი”;

ტანსაცმლის ქართული ბრენდი „ზომა“;

„კარიერული წარმატების ჯგუფი“ - კარიერული განვითარება და HR აუთსორსინგი;

„ბიზნესფიდი“ - ანალიტიკური ონლაინ ჟურნალი საქმიანი ადამიანებისთვის;

„ჩაიმანია“ - უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ყავის მაღაზიათა ქსელი;

„კიდკო“ - პედიატრიული ცენტრი.

მიმდინარე წელს „სინერჯი“ კიდევ რამდენიმე კომპანიას დაიმატებს პორტფელში, ნაწილთან შეთანხმებები დასრულებულია, ნაწილთან შეფასების სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „სინერჯიში“ აცხადებენ, საინტერესოა კომპანიები, რომელთა კაპიტალიზაცია 1-3მლნ აშშ დოლარის ფარგლებშია, აქვს ზრდის პოტენციალი, შეიძლება იყოს საექსპორტო პერსპექტივის წარმოების/მომსახურების ან საცალო გაყიდვების მიმართულებით, საინტერესოა განათლების და ტექნოლოგიების სფეროები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები